en_ᲛᲐᲠᲜᲔᲣᲚᲨᲘ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲛᲐ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲩᲐᲐᲢᲐᲠᲔᲡ

en_ᲛᲐᲠᲜᲔᲣᲚᲨᲘ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲛᲐ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲩᲐᲐᲢᲐᲠᲔᲡ

2019 წლის 18 თებერვალს, ჟურნალისტები, დავით ქაშიაშვილი და გურამ როგავა, მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში დამამთავრებელი კლასების მსმენელებსა და თემით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა პროპაგანდა, ყალბი ამბავი და რადიკალური ჯგუფების მხრიდან გავრცელებული ყალბი ნარატივების გადამოწმება იყო. მათ ქართული და საერთაშორისო მედიის საქმიანობა მიმოიხილეს, ისაუბრეს საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ.

ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Share