
CSD აცხადებს მიღებას სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე
სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აცხადებს მიღებას სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე.
კურსის მიზანი: კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებელობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას.
ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი: სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
კურსის ღირებულება: კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატის აღების ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
კურსის აღწერა: სასწავლო კურსი 10 მოდულისგან (ვიდეო გაკვეთილი, საკითხავი მასალა და ტესტი) შედგება. კურსის დაწყება დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 8 კვირის განმავლობაში და მისი მიმდინარეობისას, სამეცადინო საათებს ირჩევს თავად მომხმარებელი. მომდევნო მოდულზე გადასასვლელად კი საჭიროა თითოეული მოდულის თვით-შეფასების ტესტის გავლა.
კურსის შედეგები: სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს. კურსი მოიცავს მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე CSCAcademy.org.ge.
რეგისტრაცია შესაძლებელია 26 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 10 მარტიდან დაიწყება.
დამატებითი კითხვების შემთვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge