უსაფრთხოების სექტორი მოიცავს სხვადასხვა ინსტიტუციას, როგორიცაა სამხედრო, საპოლიციო, სადაზვერვო სააგენტოები და სასამართლო ორგანოები. მოცემული ინსტიტუციები არის სახელმწიფოს საყრდენი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება და ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პირობები თავისი მოქალაქეებისა და ვიზიტორებისთვის. ეს ინსტიტუციები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული პრინციპებისა და პრაქტიკის დაცვაში.
აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება, მასზე დემოკრატიული ზედამხედველობის შენარჩუნებასათან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი გარდამავალი დემოკრატიისთვის.
CSD აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ადამიანების უსაფრთხოების გაძლიერებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტორებს შორის მეტი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობითა და ახალი მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებში სახელმწიფო აქტორების მუშაობის გაძლიერების მიზნით.