en

საზოგადოებრივი მედეგობა

საზოგადოებრივი მედეგობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის. გენდერული თანასწორობის მიღწევა, ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა ფუნდამენტურია მედეგი საზოგადოების გარანტირებისთვის.

საქართველოში თანაბარი შესაძლებლობები და სერვისებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია ინკლუზიური და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რაც თავის მხრივ საფუძველს უდებს  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს.

CSD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ინდივიდებსა და ჯგუფებს ექნებათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ყველა შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

ასარჩევი