ჩვენ ვცხოვრობთ ყოვლისმომცველი დეზინფორმაციის ეპოქაში, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა სიმართლის მოსაპოვებლად პროპაგანდისა და ინფორმაციის მანიპულაციის კომპლექსური ქსელის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს სხვადასხვა მავნე აქტორი. დეზინფორმაცია ყველგან საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და საზოგადოებრივ ერთობას. საქართველოში დეზინფორმაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მისი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესაჩერებლად და მისი ეკონომიკის მრავალმხრივობის შეფერხებისთვის, რითაც ზარალი ადგება იმ საყრდენებს, რომლებზეც დგას ჩვენი საზოგადოება.
CSD მხარს უჭერს აქტორთა ფართო სპექტრს საკომუნიკაციო გამოწვევების გადაჭრაში, შესაძლებლობების განვითარებასა და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან (მათ შორის საჯარო მოხელეებთან) ურთიერთქმედების გაუმჯობესებაში. ჩვენ გვჯერა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციული ღირებულებების ეფექტურად გადმოცემაში, რეპუტაციის ამაღლებასა და პროაქტიული, სანდო და გავლენიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.