en

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგამაზე მიღება დაიწყო

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგამაზე მიღება დაიწყო

CSD აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის, მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისგან. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

საორიენტაციო თემატური საკვლევი მიმართულებები:

1. რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება:

  • რეგიონული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და მათი გავლენა;
  • კიბერუსაფრთხოება და საინფორმაციო ომები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების როლი სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

2. ტერორიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი:

  • ტერორიზმის დინამიკა და ტრენდები 2024 წელს;
  • პრევენციული მექანიზმები და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიები.

3. გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები:

  • კრიზისების მართვა და კონფლიქტების პრევენცია;
  • გარემოსდაცვითი ცვლილებები და უსაფრთხოების შედეგები;
  • ქალების და ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტების მოგვარებაში.

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი (მაქსიმუმ 200 სიტყვა), თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) და განაცხადში მიუთითოთ აკადემიური რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge

განაცხადების მიღება 2025 წლის, 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – Chochua Fellowship 01/2025.

არასრულად გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

სტიპენდიანტი ნაშრომზე მუშაობას 2025 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყებს. 

სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 800 ლარს.

გაზიარება