
დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული 2025
წარმოგიდგენთ 2025 წლის დავით ჭოჭუას სახელობის სტეპინდიის გამარჯვებულს - თამთა ბეჟანიშვილს.
თამთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. გარდა ამისა, მას მიღებული აქვს განათლება პოლონეთში, იაგელონიის უნივერსიტეტში, ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, თამთას არაერთი სტაჟირება აქვს გავლილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მონაწილეობა მიუღია არაერთ ახალგაზრდულ ინიციატივაში.
დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, თამთა გამოიკვლევს 2024 წლის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ტენდენციებს გლობალურ დონეზე.
მოხარულნი ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ხელი შევუწყოთ თამთას კვლევით პროცესს და წარმატებას ვუსურვებთ მას.