en

გამოცხადდა ვაკანსია პროექტის ოფიცრის პოზიციაზე

გამოცხადდა ვაკანსია პროექტის ოფიცრის პოზიციაზე

სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი - საკონსულტაციო (CSD-Consulting) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

პროექტის ოფიცერი ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. ძირითადი საქმიანობა მოიცავს გაუვრცელებლობის (Non-Proliferation) და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამებში მუშაობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

  • უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო სამართალში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტებში მუშაობის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა);
  • აკადემიური წერის მაღალი უნარი;
  • თემატური ინტერესის წარმოჩენა.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე და სამუშაოს ხარისხზე ორიენტირება.

განაცხადის წარდგენა

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge. სათაურის ველში მიუთითეთ Project Officer და CV-ში რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ნოემბერი.

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს მოწოდებულ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადასასვლელად.

დამატებითი ინფორმაცია

  • მინიმალური სახელფასო განაკვეთი: 900 დოლარი (GROSS)
  • კონტრაქტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე

გაზიარება