“მაღალი რისკის ინციდენტების და კიბერ საფრთხეების ეფექტური მართვის” ტრენინგი
25-27 ივლისს, ბათუმში, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ინფრასრუქტურის მენეჯმენტს, სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (CSD) ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე “მაღალი რისკის ინციდენტების და კიბერ საფრთხეების ეფექტური მართვა.”
ტრენინგი მიზნად ისახავდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის მიმართ ობიექტების შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გაძლიერებას. ტრენინგი ასევე მოიცავდა კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათთან გამკლავების ეფექტურ მექანიზმებს. სექტორებზე მორგებული ტრენინგ მოდულები მონაწილეებს წარუდგინეს წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. პროექტის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ შესაბამისი კერძო კომპანიების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები ან მენეჯმენტის რგოლის წარმომადგენლები.