en

პროექტის - ,,მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა საქართველოში” - დასკვნითი შეხვედრა

პროექტის - ,,მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა საქართველოში” - დასკვნითი შეხვედრა

20-21 ივლისს, CSD-სა და GIPA-ს ერთობლივი პროექტის “მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, პროექტის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

Სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს Საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასერტიფიკატო (CPPA) კურსის მონაწილეებმა, რომლებმაც დაასრულეს პროგრამის პირველი ფაზა, რომელიც ინტენსიურ, 3-თვიან სწავლებას მოიცავდა.

Სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კურსის მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი პოლიტიკის დოკუმენტების თემატიკა, კვლევის მეთოდოლოგია, მიზნები და მიიღეს უკუკავშირი და კომენტარები თავინთი მენტორებისგან, რომელზე მუშაობას ისინი მეორე ფაზის ფარგლებში, მენტორებთან ერთად გააგრძელებენ.

დოკუმენტები გამოქვეყნდება დასრულებული სახითა და რეკომენდაციებით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

პროექტი განხორციელდა USAID -ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება