en

კვლევა საქართველოში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების მობილიზაციის სტრატეგიებისა და რეკრუტირების მექანიზმების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
„Hedayah“-ს ცენტრი
სტატუსი
მიმდინარე
განხორციელების პერიოდი
აპრილი, 2024-სექტემბერი, 2024
პროექტის აღწერა

პროექტის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და წვლილის შეტანა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამის შემუშავებაში, რომელიც მიემართება ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის ზრდას საქართველოში. მოცემული პროექტის ფარგლებში CSD შეისწავლის რეგიონში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების მობილიზაციის სტრატეგიებსა და რეკრუტირების მექანიზმებს.

კვლევის მიზნებია:

1.საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების კატეგორიზაცია მათი მაკროიდენტობის პროფილების მიხედვით და ჯგუფის სიღრმისეული ანალიზი თითოეული გამოვლენილი მაკროიდენტობის მიხედვით.

2.სხვადასხვა მაკროიდენტობის მქონე ორგანიზაციის „მობილიზაციისა და რეკრუტირების გზების“ იდენტიფიცირება და მათი პოტენციური წევრების დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და გენდერული პარამეტრების შესწავლა მათი მოწყვლადობის ძირეული მიზეზების დასადგენად.

3.საქართველოში ულტრამემარჯვენეების მობილიზაციისა და რეკრუტირების თითოეული პროცედურული კომპონენტის აღმოჩენა, განსაზღვრა და ანალიზი.

4.აიხსნას საქართველოში ულტრამემარჯვენე აქტორების მობილიზაციის სტრატეგიები და რეკრუტირების მექანიზმები, განისაზღვროს მათი შერჩევის რაციონალური საფუძველი და შეფასდეს მათი ეფექტურობა.

5.დონორ სააგენტოსა და CSD-ს ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული, საქართველოში კონტექსტზე მორგებული ულტრამემარჯვენეების მობილიზაციისა და რეკრუტირების წინააღმდეგ ინტერვენციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაში.