en

ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
აშშ-ის საელჩო საქართველოში
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
სექტემბერი, 2022 - სექტემბერი 2023
პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.

პროექტი გულისხმობს საზოგადოების წევრი ძირითადი აქტორების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების - შესაბამისი ცოდნით და უნარებით აღჭურვას, რათა კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ გაიზარდოს როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური უსაფრთხოების დონე.

პროექტის მთავარი შედეგი იყო საქართველოს ოთხი რეგიონის სპეციფიკური მოწყვლადობის უკეთ გააზრება, ასევე ცოდნის საერთო ჩარჩოს შემუშავება და ძირითადი დაინტერესებული მხარეების უკეთ აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და თეორიული ცოდნით.