en

გოგონების მედეგობის, ბიზნესისა და ტექნოლოგიის გაძლიერების მხარდაჭერა (SHE's GREAT!) (ფაზა 2)

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
IREX
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
აგვისტო, 2022 – ივნისი, 2023
პროექტის აღწერა

საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემის შერბილების მიზნით, CSD-იმ დაიწყო გენდერული პასუხისმგებლობის პროგრამის მე-2 ფაზა SHE’s GREAT! ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება აუცილებელია ზოგადი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის.

პროგრამის მიზანია აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეებს აქვთ თვითრწმენა, ცოდნა და ლიდერული უნარები საზოგადოებაში და სამომავლო კარიერაში სრულყოფილი რეალიზაციისათვის.