en

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡ, ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡ, ᲙᲝᲜᲢᲠᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡ, ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡ, ᲙᲝᲜᲢᲠᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის - GCSD-ის ორგანიზებით, პროგრამის - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში,  ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის, კონტრტერორიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

სწავლებაში მონაწილეობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თემატური  დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სწავლებას, ორგანიზაცია “Project Hummingbird”-ის დამფუძნებელი და FBI-ის ყოფილი აგენტი, ელისონ სენდსი უძღვებოდა, რომელმაც სასწავლო მოდული ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორთან, ნეიტ როზენბლატთან ერთად შეიმუშავა. 10 მოდულისგან შემდგარი სასწავლო პროგრამა სრულად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს.

ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებმა, მომხსენებელთან ერთად, ტერორისტული გაერთიანებების, მათი იდენტიფიცირების, საფასილიტაციო ქსელების, ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებისა და წარმატებული სამართალწარმოების ხელშეწყობის სტრატეგიები განიხილეს.

სალექციო ნაწილის გარდა, მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს, რაც სიმულაციური აქტივობების საშუალებით, დანაშაულში მონაწილე ან დაკავშირებული სუბიექტის ეფექტური დაკითხვისა და ინტერვიუს მეთოდების შესწავლა-გამოყენებას გულისხმობდა.

პროგრამას - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს.

გაზიარება