ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲮᲔᲗᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲛᲝ ᲥᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲨᲘ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), ეთნიკური უმცირესობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 23-25 მარტს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების 5 ქალაქში შეხვედრები გამართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა აღნიშნულ რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების საჭიროებებისა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას და ადგილობრივი ბიზნეს გარემოს შეფასებას. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა მეწარმეებმა, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა.
პროექტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში ხორციელდება.