en

ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲥᲕᲔ-ᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲒᲐᲘᲪᲐ

ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲥᲕᲔ-ᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲒᲐᲘᲪᲐ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD - მ), პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მესამე ქვე გრანტი გასცა.

GCSD-ის პარტნიორი „დემოკრატიის ლაბორატორია“ გახდა. პროექტი, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება, მიზნად ისახავს, ციფრული აქტივაციისა და დისტანციური დასაქმების გზით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, უნარების შეძენას და შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო პროგრამები, პარტნიორ ორგანიზაციებში, შემდეგ თემებზე:

  • ტექსტის წერა და სთორითელინგი;
  • ვებდეველოპმენტი;
  • სოციალური მედიის მართვა და ციფრული მარკეტინგი;
  • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია;
  • მენეჯმენტი/თვითდასაქმება/აქტივიზმი და ადვოკატირება;
  • ციფრული და მედიაწიგნიერება.

პროექტში მონაწილეობას ჯამში 60 ახალგაზრდა მიიღებს.

GCSD, პროექტს - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ 2020 წლიდან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

გაზიარება