ᲐᲕᲦᲐᲜᲔᲗᲨᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲖᲔ
გთავაზობთ პუბლიკაციას, საქართველოზე ავღანეთში განვითარებული მოვლენების გავლენის შესახებ. სტატია აჯამებს საქართველოს აქტივობას ავღანეთში, აღწერს იქ შეცვლილი პოლიტიკური დღის წესრიგის თანმდევ რისკებს საქართველოსთვის და ამ რისკების გათვალისწინებით წარადგენს რეკომენდაციებს.
ავღანეთის ისლამურ სახელმწიფოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა არამხოლოდ საერთაშორისო მედიის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. 15 აგვისტოს თალიბანის მიერ ქაბულის აღებამ რადიკალურად შეცვალა როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგი. რიგი ექსპერტების აზრით, 2021 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე მივიღეთ 1996-2001 წლების პერიოდის თვითგამოცხადებული ისლამური საამირო, რომელსაც თალიბანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შარიათის წესებით მართავდა. 2 გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუცია 1378-ში ხსენებული პერიოდის ავღანეთი აღწერილია, როგორც სახელმწიფო, სადაც სახეზე გვაქვს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის მძიმე მაგალითები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თალიბანის მიერ ქაბულის აღებას გლობალური მასშტაბის შედეგები მოჰყვება, რომლის გათვალისწინება არაერთ სახელმწიფოს და მათ შორის - საქართველოსაც მოუწევს.
პუბლიკაცია სრულად იხილეთ ბმულზე.