en

ᲙᲚᲣᲑᲔᲑᲘ - "ᲒᲔᲜᲓᲔᲠᲘ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲗᲔᲛᲘ“

ᲙᲚᲣᲑᲔᲑᲘ - "ᲒᲔᲜᲓᲔᲠᲘ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲗᲔᲛᲘ“

პროექტის - SHE’s GREAT! ფარგლებში, საქართველოს 5 სკოლაში, „გენდერი და ჩემი თემი“-ს კლუბები შეიქმნა.

კლუბებში 100 მოსწავლე გაერთიანდა, რომლებმაც გენდერისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღეს ცოდნა. თითო კლუბში ჩატარდა 8 სესია, რომლებსაც უძღვებოდნენ გენდერის და სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

სესიები ჩატარდა IREX-ის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს როგორც გენდერის საკითხებს ისე, თემის განვცითარების შესაძლებლობების იდენტიფიციებისა და ამ მიმართულებით შესაბამისი პროექტების ინიცირებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

სესიების დასასრულს, კლუბების წევრებმა შეიმუშავეს საპროექტო იდეები, რომლებითაც შეეცდებიან პოზიტიური გავლენა იქონიონ თემის განვითარებისთვის. საპროექტო იდეებს ისინი პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში საკუთარ თემებში განახორციელებენ.  გარდა ამისა, კლუბების წევრებისთის მოდულების წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს მათ თემში არსებულმა თემის ლიდერებმაც.  მოწვეულმა სპიკერებმა, კლუბების წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს გენდერის საკითხებზე მუშაობისა და კვლევის მიმართრთულებით.

„გენდერი და ჩემი თემი“-ს კლუბები ჩამოყალიბდა და აგრძელებს საქმიანობას:

  • #132 საჯარო სკოლაში, თბილისი;
  • #3 საჯარო სკოლაში, სოფელი წეროვანი, მცხეთა;
  • ჩაქვის #1 სკოლაში, ქობულეთი;
  • სავანეთის საჯარო სკოლაში, ბოლნისი
  • ახალციხის #1 სკოლაში. 

პროექტი SHE’s GREAT! გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც GCSD, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად, მიმდინარე წლის მარტიდან ახორციელებს.

გაზიარება