en

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲖᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲖᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის N1 საჯარო სკოლაში, SHE's GREAT! პროექტის ფარგლებში, სასწავლო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მიზანს, პროექტის მონაწილეების ("გენდერი და ჩემი თემის" კლუბების წევრების) გამოცდილების და ცოდნის გაზიარება თემში, ასევე მათი საპროექტო იდეების პრეზენტაცია წარმოადგენდა.

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ, მონაწილე ბავშვების მშობლები, ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე სამოქალაქო სექტორის და ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში შედგა კლუბის წევრების მიერ შესრულებული ნაშრომების გამოფენა,  პრეზენტაციები და ვორქშოფები მოწვეული სტუმრებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, გენდერული სტერეოტიპები და ნორმები.

გაზიარება