en

ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲗᲐᲕᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲗᲐᲜ

ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲗᲐᲕᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲗᲐᲜ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს ცენტრი და მისი პროგრამა - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ წარუდგინა.

პროგრამის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო და კვლევით კომპონენტებზე, რომელთა დიდი ნაწილი ეძღვნება ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით, თემატური სახეწლმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამისი კომიტეტების დონეზე პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების გადამზადება. GCSD , ძალადობრივი ექსტრემიზმისა და მისი ადგილობრივი თავისებურებების შესახებ პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებსთვის, კონკრეტული აქტივობების შეთავაზებას გაუგზავნის პარლამენტს.

პროგრამას, GCSD, 2020 წლის მარტიდან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გაზიარება