en

ᲡᲐᲒᲠᲐᲜᲢᲝ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

ᲡᲐᲒᲠᲐᲜᲢᲝ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’.

პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით, GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა  100,000 ლარს შეადგენს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2020 წელი  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ხუთშაბათს, 5 ნეომბერს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.   

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ:  განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.