en

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, კონფლიქტის მართვის და მედიაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაში მონაწილე სამართალდამცავებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: კონფლიქტის არსი, კონფლიქტის მართვის მეთოდები, მედიაციის როლი, მოლაპარაკების პროცესი და სხვ.

ტრენინგებს მართლწესრიგის ოფიცრები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 

სწავლება პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი 2018 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გაზიარება