en

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲮᲔᲗᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲮᲔᲗᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის თემა, სტრატეგიული კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან გამკლავება იყო, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა: ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპები, კამპანიის დაგეგმვა, პროპაგანდა და სტრატეგიული კომუნიკაციები, დეზინფორმაცია და მასთან გამკლავება. ტრენინგზე ასევე განხილული იყო ჩამოთვლილი მიმართულებებით საერთაშორისო გამოცდილება და მაგალითები.

ტრენინგი ჩატარდა, პროექტის - „ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, ფარგლებში. პროექტი ხორციელდება GCSD - ის მიერ, TV9 - სთან თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება