ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲮᲔᲗᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕ ᲛᲔᲓᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲗᲐᲜ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა პროექტის - „ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, ძირითადი აქტივობები განიხილეს. GCSD - იმ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეკომენდაციები, პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი თემების თავისებურებების გათვალისწინების მიმართულებით.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მედიას, რათა კრიზისულ ვითარებაში ეფექტიანად და დროულად შეძლოს პროაქტიული კომუნიკაცია და ცრუ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შედეგად, სომხურენოვანმა მოსახლეობამ მიიღოს დროული და სანდრო ინფორმაცია ადგილობრივ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე. პროექტი ხორციელდება GCSD-ის მიერ, TV9-სთან თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.