en

ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲖᲔ - ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲖᲔ - ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამას  2017 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის შემუშავება.

ამისათვის პროექტი ფოკუსირებულია სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და პრაქტიკოსთა უნარების განვითარებაზე. პროექტი, ასევე, აქცენტს აკეთებს მათ შორის, კოორდინაციის აუცილებლობაზეც.

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

  • მედია სივრცის ყველა სფეროსთან მომუშავე სამთავრობო პრაქტიკოსთა უნარების განვითარება;
  • მედიის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და არასწორ ინფორმაციაზე რეაგირების უნარების განვითარებაზე ფოკუსირება;
  • მთავრობის პროაქტიულობისა და გამჭირვალობის გაზრდის გზით ხელი შეუწყოს პროაქტიულ საკომუნიკაციო სტრატეგიას და მრავალპლატფორმიანი მედიის გავრცელების ეფექტის გამოყენებას/ათვისებას;
  • სტრატეგიული კომუნიკაციური შეტყობინებების გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და დეზინფორმაციის გავლენის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ხელი შეუწყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების განვითარებას, საზოგადოებრივ იმიჯზე ფოკუსირებით და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით;
  • ეფექტური კომუნიკაციის, კოორდინირებული შეტყობინებების და პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მიზნით, სამინისტროებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის კავშირის კიდევ უფრო განვითარება;
  • "სახელმწიფო სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიის" შემუშავების მხარდაჭერა.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

ჩამოტვირთვა

გაზიარება