en

ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ

ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი იწყებს 4 წლიან სტრატეგიულ პროგრამას.

პროგრამის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო სექტორის, აკადემიის, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის, პროფესიული სასწავლო დაწესებულების შესაძლებლობების გაზრდა ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროგრამა ასევე ითვალისწინებს გრანტების გაცემას სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებისთვის.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსდება ჩვენ ვებ-გვერდზე, ასევე გაიმართება პრეზენტაცია და შეხვედრები პროექტის სამიზნე აუდიტორიასა და პარტნიორებთან.

გაზიარება