en

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲭᲝᲭᲣᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲐ

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲭᲝᲭᲣᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲐ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.

დავით ჭოჭუა საქართველოში ტერორიზმის აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.

სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა

სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის “ტერორიზმის კვლევის ცენტრში” (TRC)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია

ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და

პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 30 წელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 3 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:vacancy@gcsd.org.ge აპლიკაციები მიიღება 20 დეკემბრამდე. წერილის ველში მიუთითეთ- სტიპენდია/Fellowship.

სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 600 ლარის ოდენობის ჰონორარი.

სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები

GCSD სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემას:

- მედია და ტერორიზმი

- ულტრა-მემარჯვენე ძალადობრივი ექსტრემიზმი

- ცვლილებები ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების გარემოში

დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

გისურვებთ წარმატებას!

გაზიარება