ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡ ᲓᲐ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ ᲙᲔᲠᲫᲝ-ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲓᲘᲐᲚᲝᲒᲘᲡ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲘᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენრის (GCSD) ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სტრატეგიის პროექტის განხილვა და გამოითქვა რეკომენდაციები დოკუმენტთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, პროგრამაში - „ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში GCSD-ის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე ისაუბრა.
ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მისი მიზანია, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით დაგროვილი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა და ამ გზით ეფექტიანი პოლიტიკის ხელშეწყობა. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და ცხრა თემატური არასამთავრობო ორგანიზაცია.