en

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚᲘ ᲑᲐᲜᲐᲙᲘ ᲐᲭᲐᲠᲘᲡ, ᲒᲣᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲛᲝ ᲥᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚᲘ ᲑᲐᲜᲐᲙᲘ ᲐᲭᲐᲠᲘᲡ, ᲒᲣᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲛᲝ ᲥᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს მონაწილეთა მიღებას 3 დღიან ახალგაზრდულ ბანაკში.

ბანაკის მთავარ მიზანს წარმოადგენს შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდებისთვის აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლიდან. ბანაკის ფარგლებში მონაწილეების ექნებათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა. მონაწილეები გამომუშავებენ პრაქტიკულ უნარებს, რომელიც მათ დაეხმარება აქტიურ სამოქალაქო ჩართულობაში, სამომავლოდ წარმატების მიღწევასა და ლიდერული თვისებების განვითარებაში.

ღონისძიებები გაიმართება ინტერაქციულ ფორმატში და მოიცავს შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო პირებთან და დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

ბანაკის თემატური მიმართულებებია:

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათგან ინფორმაციის მიღება სამომავლოდ განთლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მოიცავს მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს საქართველოში და საზღვარგარეთ.

  • სემინარი „უნარები სამომავლო წარმატებისთვის“, რაც გულისხმობს მონაწილეებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენაში, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებასა და საჯარო გამოსვლაში
  • თემატური კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიები
  • ტრენინგი სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე
  • კონფლიქტსა და სხვადასხვა სოციალურ რისკებთან გამკლავების გზები

ამასთანავე, ბანაკის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/ გასართობი აქტივობები, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და იმუშაონ გუნდური პრინციპით.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოცემული რეგიონების საზოგადოებათა მედეგობის (resilience) გაზრდას, სოციალურ დიალოგს, კრიტიკული აზროვნებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.

ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 2019 წლის 19–21 აპრილს, აჭარაში. შეირჩევა 18 მონაწილე.

მინიმალური მოთხოვნები ტრენინგის მონაწილეებისთვის:

  • ახალგაზრდები აჭარიდან, გურიიდან და ქვემო ქართლიდან.
  • ასაკი 15-18 წელი
  • ბანაკის თემატიკისადმი ინტერესი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი ინფორმაცია
ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, სასტუმროს და კვების მომსახურებით.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენ შესახებ მოკლე ინფორმაცია მოგვწერეთ:

  • მეილზე gcsd.vacancy@gmail.com
  • მოგვწერეთ facebook–ზე, ან
  • დაგვირეკეთ 032 2 222 667 არაუგვიანეს 2019 წლის 10 აპრილისა.

გაზიარება