.jpeg)
CSD აგრძელებს World Vision-ის დახმარებას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროცესში
CSD მოხარულია გააგრძელოს World Vision in Georgia-ს დახმარება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროცესში.
2024 წლის მაისსა და ივნისში, World Vision in Georgia-ს მხარდაჭერით, CSD-მ განახორციელა ტრენინგების სერია ლტოლვილთა ხელმძღვანელობით მოქმედი 12 ორგანიზაციისთვის საქართველოში. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ისეთ ძირითად სფეროებზე, როგორიცაა ორგანიზაციული განვითარება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი (შესყიდვებისა და გადასახადების საკითხების ჩათვლით), გრანტებისა და ფონდების მოზიდვა.
მოცემული ინიციატივის მიზანი იყო ლტოლვილების ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და თვითკმარობის გაზრდა, მათი მდგრადი განვითარებისა და გრძელვადიანი მედეგობის ხელშეწყობისათვის.