en

CSD ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

CSD ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) არის უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს. ბიზნეს რეგულაციების გაუმჯობესების ფორმირებაში მთავრობასთან თანამშრომლობით, ქართველ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის კავშირების ხელშეწყობით, ასევე ბიზნესისა და სამთავრობო კავშირების მხარდაჭერით, AmCham მუშაობს აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.

 

გაზიარება