ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო"
სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - CSD აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო".
კონკურსი მოიცავს ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:
- რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;
- საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე;
- ფინეთის და შვედეთის სავარაუდო გაწევრიანების გავლენა ნატოზე;
- აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
- გერმანიის პოლიტიკის ისტორიული ცვლილება - გავლენა ნატოზე;
- თურქეთი: ნატოს სანდო მოკავშირე თუ მერყევი აქტორი განსხვავებული ინტერესებით?
- რუსეთის ომი უკრაინაში, როგორც ნატოს შემაკავშირებელი ფაქტორი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს. ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.
კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- საკონკურსო ნაშრომის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
- რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა;
- წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "უკეთ გავიცნოთ ნატო" და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო" #CSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.