en

GCSD ᲐᲮᲐᲚ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲡ ᲘᲬᲧᲔᲑᲡ

GCSD ᲐᲮᲐᲚ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲡ ᲘᲬᲧᲔᲑᲡ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) ახალი პროექტი -“ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ” დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ვაქციინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვაქცინაციის საკითხზე სხვადასხვა სახის მედია პროდუქტის შექმნა და ფართო საინფორმაციო კამპანიის განხორციელება. პროექტი უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ქართულ ასევე სომხურ ენებზე ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კვალიფიციურ ინფორმაციაზე.

დამატებით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა  მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფოდემიასა და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

პროექტი 2022 წლის აპრილის ჩათვლით, ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით გაგრძელდება.

გაზიარება