en

GCSD - Მ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲐᲖᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲪᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲥᲕᲔ ᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲒᲐᲡᲪᲐ

GCSD - Მ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲐᲖᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲪᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲥᲕᲔ ᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲒᲐᲡᲪᲐ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD - მ) პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში პირველი ქვე გრანტი გასცა.

ჩვენი პირველი პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ გახდა, რომელსაც, ბოლო 7 წლის მანძილზე, სხვადასხვა პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფორუმის მისიაა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის მხარდაჭერა და ამასთანავე, სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მიღებული გრანტის ფარგლებში პედაგოგთა ფორუმი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე, განახორციელებს პროექტს - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას - ორი მთავარი საგანმანათლებლო ინსტიტუტის, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საშუალებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, სამიზნე რეგიონებში არსებულ 50 სკოლაში მომუშავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებლების კომპეტენციის გაზრდა, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდებში ისეთი ღირებულებების დამკვიდრება რგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, ტოლერანტობა, არა დისკრიმინაცია, არა ძალადობა, განსხვავებულის მიმღებლობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ასევე, მასწავლებლებში ისეთი უნარების განვითარება, რითაც შეძლებენ ძალადობრივი, რადიკალური იდეებისადმი მხარდაჭერის შემთხვევაში, ადეკვატური ღონისძიებების გატარებას.

გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს, სამიზნე რეგიონებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების წინ წამოწევას. ამისათვის, უნივერსიტეტის ლექტორების, სამოქალაქო განათლების პედაგოგების, სტუდენტებისა და მოსწავლეების კოლაბორაციის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება/განხორციელდება ტრენინგები, სემინარები და ერთობლივი პროექტები.

GCSD პროექტს - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ 2020 წლიდან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის შესახებ ინფოგრაფიკა იხილეთ მიმაგრაბულ ფაილში.

ჩამოტვირთვა

გაზიარება