en

GCSD ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲨᲘ „ᲐᲡᲝᲪᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ – II“ ᲩᲐᲔᲠᲗᲝ

GCSD ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲨᲘ „ᲐᲡᲝᲪᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ – II“ ᲩᲐᲔᲠᲗᲝ

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ GCSD, როგორც კონსორციუმის წევრი, ჩაერთო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში – II“.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი II (AA Facility II), ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, სათანადო დახმარებას გაუწევს, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტს, იმ პრიორიტეტებზე ფოკუსირებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგითა და 2017-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

ექსპერტული დახმარება, რომელსაც პროექტის ექსპერტები გაუწევენ ბენეფიციარ უწყებებს, ხელს შეუწყობს პოლიტიკის განვითარებას, კიდევ უფრო გააძლიერებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის კოორდინაციას, ანგარიშგებას, გაზრდის ცნობადობას აღნიშნულთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციასა და მონიტორინგს.

გაზიარება