en

კონფერენცია “საერთაშორისო სანქციებისა და შემზღუდველი რეჟიმების შესახებ”

კონფერენცია “საერთაშორისო სანქციებისა და შემზღუდველი რეჟიმების შესახებ”

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, 24 ივლისს, თბილისში  “საერთაშორისო სანქციებისა და შემზღუდველი რეჟიმების შესახებ” კონფერენცია ჩატარდა.

საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის ერთობლივი გააზრების, ანალიზისა და გაძლიერების მიზნით, ღონისძიებამ თავი მოუყარა შესაბამის ინსტიტუტებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს.

ღია და აქტიური დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით, კონფერენცია Chatham House წესების დაცვით ჩატარდა. ინტერაქციულ პანელებს უძღვებოდნენ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დამსწრე სტუმრებმა. კონფერენციაზე ასევე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული უახლესი ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს.

კონფერენცია ორგანიზებული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საფრთხის თანამშრომლობითი შემცირების სამსახურის მხარდაჭერით.

გაზიარება