კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ კურსზე პირველმა ნაკადმა სწავლა წარმატებით დაასრულა
კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ სასერთიფიკატო კურსზე პირველმა ნაკადმა სწავლა წარმატებით დაასრულა.
სასწავლო კურსის შემაჯამებელი მასტერკლასი გამართა ჯესპერ ფალკჰეიმერმა - ლუნდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესორმა. მასტერკლასი შეეხებოდა კრიზისის კომუნიკაციის უახლეს მოდელებსა და პრაქტიკას.
კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა.
კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ სასწავლო კურსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ჩატარდა.