ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲡᲐᲛᲪᲮᲔ-ᲯᲐᲕᲐᲮᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘᲡ ᲞᲔᲓᲐᲒᲝᲒᲔᲑᲗᲐᲜ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის - "ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, გოგიტა ღვედაშვილი და NCDC-ის დაავადებათა დეპარტამენტის ჯანდაცვის სპეციალისტი, თეონა თოდუა.
შეხვედრაზე განიხილეს COVID -19 პრევენციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: COVID-19-ის შესახებ მთავარი ფაქტები; COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში; არავაქცინირებულთა სტატისტიკა; ომიკრონის შტამი; ინფექციის პრევენცია; COVID-19 გამოწვევები; COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; მითები და რეალობა.
პროექტს -”ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ’’, GCSD, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლიდან ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოსვაქციინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.