en

საერთო მომავლის შექმნა კიბერ კრიზისებთან გამკლავებისას/კიბერ კონსულტაციები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან

საერთო მომავლის შექმნა კიბერ კრიზისებთან გამკლავებისას/კიბერ კონსულტაციები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან

EU Cyber Direct-ისა და CSD-ს თანამშრომლობით, 4-6 ივლისს, სამდღიანი ღონისძიება -  "საერთო მომავლის შექმნა კიბერ კრიზისებთან გამკლავებისას/კიბერ კონსულტაციები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან" გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს უკეთ გააზრებას, საერთო ინტერესებისა და კიბერმდგრადობის გაძლიერებისთვის თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.

დისკუსიები, კიბერ კრიზისების და კიბერდიპლომატიის შესაძლებლობებს გააზრებას ეხებოდა. მომხსენებლებმა განიხილეს სახელმწიფო და საზოგადოების კიბერმდგრადობის გაძლიერება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, უცხოურ ჩარევასთან გამკლავება და კიბერდიპლომატიის მეშვეობით თავდაცვის შექმნა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ თემატური ექსპერტები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურების და ევროკავშირის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

 

გაზიარება