en

საუბრები ელჩებთან - აშშ

საუბრები ელჩებთან - აშშ

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აგრძელებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“, სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.

შეხვედრების სერიის „საუბრები ელჩებთან“ მეოთხე შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 30 ნოემბერს, CSD-მ, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს უმასპინძლა. ქალბატონმა დეგნანმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებსა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე.

შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.

 

გაზიარება