en

საუბრები ელჩებთან - ბრიტანეთი

საუბრები ელჩებთან - ბრიტანეთი

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აგრძელებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“, სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.

შეხვედრების სერიის „საუბრები ელჩებთან“ მეორე შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 16 ივნისს, CSD-მ ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს, უმასპინძლა. ბატონმა კლეიტონმა ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე კავკასიის რეგიონში და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე.

შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.

 

გაზიარება