საუბრები ელჩებთან - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
CSD აგრძელებს შეხვედრების სერიას - "საუბრები ელჩებთან", სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.
სერიის, "საუბრები ელჩებთან", მორიგი შეხვედრის ფარგლებში, 2023 წლის 13 ივნისს, CSD-მ, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე.
შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.