en

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) ონლაინ სასწავლო კურსებზე რეგისტრაციას იწყებს:

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) ონლაინ სასწავლო კურსებზე რეგისტრაციას იწყებს:

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) ონლაინ სასწავლო კურსებზე რეგისტრაციას იწყებს: 

Სტრატეგიული კომუნიკაციები - სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად ინსტრუმენტებსა და მეთოდებსა. კურსი მოიცავს 10 ვიდეო გაკვეთილს, საკითხავი მასალებს, შემაჯამებელი ტესტებსა და საბოლოო გამოცდას.

კრიზისის კომუნიკაცია - კრიზისის კომუნიკაციის სასერთიფიკატო ონლაინ კურსის მიზანია, თეორიული  ცოდნისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობით, მსმენელებს აუმაღლოს ცნობიერება კრიზისის კომუნიკაციის შესახებ და დაეხმაროს მათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც კრიზისული ვითარების ეფექტიანად, დროულად და წარმატებით დაძლევაში დაეხმარება. კურსი მოიცავს 8 ვიდეო გაკვეთილს, საკითხავი მასალებს, შემაჯამებელ ტესტებსა და საბოლოო გამოცდას.

დეზინფორმაცია და მისინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში - კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან დეზინფორმაცია-მისინფრომაციის ანატომიას, ტაქტიკას, თანამედროვე ინსტრუმენტებს და სამომავლო პერსპექტივებს; ასევე გაეცნობიან დეზინფორმაცია-მისინფორმაციის იდენტიფიცირების მექანიზმებს, პრაქტიკულ სახელმძღვანელო პრინციპებს და პროაქტიული და რეაქტიული კომუნიკაციების სტრატეგიებს. კურსი მოიცავს 8 ვიდეო გაკვეთილს, საკითხავი მასალებს, შემაჯამებელი ტესტებსა და საბოლოო გამოცდას.

სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსზე სწავლა უფასოა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სამივე კურსზე ინდივიდუალურად. 

კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 28 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 31 ივლისს დაიწყება. მოდულების გავლა შესაძლებელი იქნება 31 ოქტომბრის ჩათვლით. 

სამეცადინო დროს მომხმარებელი თავად განსაზღვრავს. თითოეული მოდულის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა უნდა ჩააბარონ ტესტი იმისათვის, რომ შემდგომ მოდულზე გადავიდნენ. ყველა მოდულის გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ შემაჯამებელი ტესტი და 70% ან მეტი სწორი პასუხის შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. 

კურსებზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია CSD-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე stratcom.org.ge და განაცხადი შეავსონ იმ კურსზე, რომელზე რეგისტრაციაც გსურთ. (სამივე კურსით დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაცია თითოეულზე ინდივიდუალურად უნდა გაიაროთ).

დამატებითი კითხვების შემთვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge 

კრიზისის კომუნიკაციის სასერთიფიკატო ონლაინ კურსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ტარდება.

 

გაზიარება