სწავლება ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასთან გამკლავების შესახებ
სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აგრძელებს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციასთან გამკლავების მიმართულებით შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობას. პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში ტრენინგების ციკლი - „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია და მასთან გამკლავება“ გაიმართა.
ღონისძიება განკუთვნილი იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენელთათვის, ითვალისწინებდა მათი მუშაობის სპეციფიკას და მორგებული იყო მათ საჭიროებებზე.
ტრენინგებს უძღვებოდა ტიარნაკ მუნი, კონფლიქტის/ძალადობის მზადყოფნისა დარეაგირების სპეციალისტი. სწავლებისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა: ძალადობრივი ექსტრემიზმის საერთაშორისო ნორმები, ძირითადი კონცეფციები და ამ მიართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა. ექსტრემიზმის ადრეული გამოვლენადა ონლაინ რადიკალიზაციის ტენდენციები. ასევე, ერთიანი საზოგადოების მიდგომა, საზოგადოებაზე დაფუძნებული მექანიზმები და ფსიქოლოგიური პროფილების სიძლიერეებიდა შეზღუდვები.
ტრენინგებში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული მომხსენებლები: ანდრო დადიანი, ორგანიზაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა მოწყვლადობის მექანიზმსა და არსებულ მდგომარეობაზე. საკანონმდებლო ჩარჩო და პრევენციული საქმიანობის საზღვრები განიხილა მარიამ შარმანაშვილმა, სისხლის სამართლისა და ტერორიზმის სპეციალისტმა. ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის სპორტის მნიშვნელობაზე, ასევე ღირებულებით კომუნიკაციასა და თემის მშენებლობაზე ისაუბრა ნოდარ ანდღულაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელმა, მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროექტების ავტორმა. Impact Hub-ის თანადამფუძნებლებმა, ქეთევან ებანოიძემ და ელენე ჟვანიამ ყურადღება სოციალური ნვესტიციაზე, ახალგაზრდობის ჩართულობასა და პროსოციალური ეკონომიკაზე გაამახვილეს.
პროგრამას CSD, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.