ტრენინგები საერთაშორისო სანქციებსა და შემზღუდველ რეჟიმებთან დაკავშირებულ რელევანტური საკითხების შესახებ
სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის 25 აპრილს, საქართველოს საზღვაო სექტორისათვის, ხოლო 26-27 აპრილს, მედიის წარმომადგენლებისათვის ბათუმში ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგები ეხებოდა საერთაშორისო სანქციებსა და შემზღუდველ რეჟიმებთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებს, სანქციებისათვის გვერდის ავლის მექანიზმებსა და მიმოიხილავდა ამ მიმართულებით საზღვაო სექტორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე არსებულ პროფესიულ გამოწვევებს. Სესიებს უძღვებოდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტი.