en

ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ WMD ინციდენტების დროს

ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ WMD ინციდენტების დროს

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, პროექტის “მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, WMD ინციდენტების დროს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი განკუთვნილი იყო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის, რომლებმაც, პროექტის განხორციელების 1-ლ ფაზაში, რამდენიმე თემატური ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის მიზანს, საბჭოს წევრებისთვის, WMD საფრთხეების დროს კიბერუსაფრთხოების ასპექტების შესახებ ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა.

ტრენინგს უძღვებოდა გიორგი გურგენიძე, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. მას, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების სფეროში დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს ქვექნის შიდა და საერთაშორისო დონეზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების ოფისის (CTR) მხარდაჭერით.

 

გაზიარება