en

ტრენინგი მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის კომპონენტების გავრცელების რისკების შესახებ ლოგისტიკისა და სახმელეთო ტრანსპორტის სექტორისთვის

ტრენინგი მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის კომპონენტების გავრცელების რისკების შესახებ ლოგისტიკისა და სახმელეთო ტრანსპორტის სექტორისთვის

CSD - ის ორგანიზებით, 2024 წლის 30 მაისს, თბილისში გაიმართა ტრენინგი მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის კომპონენტების გავრცელების რისკების შესახებ ლოგისტიკისა და სახმელეთო ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებისთვის. 

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო სანქციები და მათი მოქმედების არეალი; მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის კომპონენტების გავრცელება საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით; სანქციების აცილების მექანიზმები და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის არსებული რელევანტური პროფესიული რისკები.

შეხვედრა ჩატარდა ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.

 

გაზიარება