en

ტრენინგი შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მერიების წარმომადგენლებისთვის

ტრენინგი შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მერიების წარმომადგენლებისთვის

28-29 ოქტომბერს, ბორჯომში, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი - „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია და მასთან გამკლავება“ გაიმართა.

ღონისძიება განკუთვნილი იყო შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონების მერიების წარმომადგენლებისთვის, ითვალისწინებდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას და მორგებული იყო მათ საჭიროებებზე.

მომხსენებლებმა განიხილეს ძალადობრივი ექსტრემიზმის კონცეპტუალური საფუძვლები, მისი მამოძრავებელი ფაქტორები და მასთან გამკლავების მიდგომები - ახალგაზრდების სპეციფიკა და გენდერული დინამიკა, განათლებისა და მედიის როლი, თემის ლიდერების და ოჯახების ჩართულობა. ასევე, ყურადრება გამახვილდა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის ძალისხმევის დაგეგმვასა და მონიტორინგზე.

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგი უკვე ჩატარდა კახეთში და მომავალში მოიცავს სხვა რეგიონებსაც.

პროგრამა დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მიერ.

 

გაზიარება