en

ცხადდება მიღება ტრენინგზე - "მაღალი რისკის ინციდენტების და კიბერსაფრთხეების ეფექტური მართვა"

ცხადდება მიღება ტრენინგზე - "მაღალი რისკის ინციდენტების და კიბერსაფრთხეების ეფექტური მართვა"

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი იწვევს კერძო სექტორის ორგანიზაციებს სამდღიან ტრენინგში - “მაღალი რისკის ინციდენტების და კიბერსაფრთხეების ეფექტური მართვა” მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი მიზნად ისახავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რისკების (მათ შორის ქიმიური, ბიოლოგიური, და რადიაციული ნივთიერებებით გამოწვეული) მიმართ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და ობიექტების მზადყოფნის გაუმჯობესების მხარდაჭერას. ტრენინგზე ასევე განხილული იქნება კიბერ უსაფრთხოების გამოწვევები და მათზე გამკლავების მექანიზმები.

ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი კომპანიების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებისთვის ან მენეჯმენტის რელევანტური პირებისათვის. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მონაწილეები გაეცნობიან მოწინავე უსაფრთხოების ზომებს, საფრთხეებზე რეაგირების ტექნიკებს და შესაბამის სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს.

ინტერაქტიული სესიები მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რეალურ სცენარებს და დეტალურ სასწავლო მასალებს, რაც უზრუნველყოფს, მონაწილეების მზაობის ამაღლებას კრიზისულ სიტუაციებში ეფექტურად უზრუნველყონ თავიანთი ორგანიზაციისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ტრენინგი გაიმართება 25-27 ივლისს, ქალაქგარეთ (ტრენინგის ადგილმდებარეობისა და დეტალური დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნებათ ტრენინგის მონაწილეებს). ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს უზრუნველყოფს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი.

ტრენინგში მონაწილეობისთვის გთხოვთ, 9 ივლისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

გაზიარება