en

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

ნატოს მოკავშირეები და ევროკავშირის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებსა და ასრულებენ ურთიერთშემავსებელ, თანმიმდევრულ და ურთიერთგამაძლიერებელ როლებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ეს კი, გამოიხატება მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებით, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო გლობალურ გარემოს.

საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაძლიერებულ გარანტიებს, ასევე დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის პოტენციალს. გეოპოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა ხელს აძლევს კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების შესაძლებლობას.

CSD აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან შესაბამისობას, ხელს უწყობს მოსახლეობაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის განმტკიცებას და აძლიერებს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს, რათ მათ შეძლონ ეფექტური წვლილის შეტანა ამ მიზნების მისაღწევად.

ასარჩევი